თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული 41 წლის მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული 41 წლის მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. პაციენტი თელავის ყამბარაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას.
ალექსანდრე ბიძინაშვილს, რომელიც ავტომობილის საჭეს მართავდა, თავის ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობა აქვს მიღებული. ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ შსს -ს ინფორმაციით, ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი – 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები