მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის დროს დაკავებულთაგან 7 პირი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება

მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის დროს დაკავებული 28 პირიდან 7 მოქალაქე ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების განმარტებით, დაკავებულთაგან 21-მა პირმა პოლიციის განყოფილება გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე დატოვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე, ჟურნალისტების მიმართ.
,,პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები