მამუკა ბახტაძეს დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. ჯილდო დალასის მერის, მაიკ როულინგსის სახელით, მამუკა ბახტაძეს მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გადაეცა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქალაქ დალასის მერს სიგელისთვის და ტეხასის შტატს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის ძალიან ემოციურია და ის ჩემს ხალხს ეკუთვნის. გარწმუნებთ, რომ საქართველო არის და ყოველთვის იქნება თქვენი ძლიერი და ერთგული მოკავშირე”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ, დალასის საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი სიგელის გადაცემის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები