„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. კონტრაქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით გააცილეს.

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები და წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ, სადაც მათ მიკროავტობუსები ელოდებოდათ. მათ ე.წ. ყვითელი ავტობუსებით ტერიტორიიდან გასვლაზე უარი განაცხადეს.

მათი თქმით, ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება არ ნიშნავს უკან დახევას და გაგრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს „თბილისი პრაიდის” გამართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები