მეუფე იაკობი აცხადებს, რომ 16 ივნისს საზოგადოებისადმი საგანგებო მიმართავს გააკეთებს

არავინ სდევნის ლგბტ თემს, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, 16 ივნისს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მოწოდებით მიმართავს.

„ერი ნახავს, რა ტიპის მოწოდებასაც გავაკეთებ. გადავკეტავთ ბევრ ქუჩას. ხალხის ძალას ნახავს ყველა. არ შეიძლება, შანტაჟში ყავდეთ მთავრობა, ხელისუფლება. სახლში არავინ არ უვარდებათ მაგათ. არავის არ ჩავატარებინებთ მაგას, რა შუაშია კონსტიტუცია, ვარღვევთ რამეს? შეიკრიბონ და ჩაატარონ ინდოჩინეთში. რაც არ უნდა ილაპარაკონ, არ დავუშვებთ. სამარცხვინოდ მოიქცნენ სამადაშვილი, ხოშტარია და თამარ კორძაია. მიხედონ თავიანთ ოჯახებს. ჩვენთან წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, თუმცა არავის არაფერი არ უთქვამს“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები