გურამ ფალავანდიშვილი: არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ დავშალოთ აქცია, თუ პოლიცია კიბეებზე დატოვებს პროვოკატორებს

0

არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ დავშალოთ აქცია, თუ პოლიცია მათ ასეთ კორდონს შეუქმნის და კიბეებზე დატოვებს პროვოკატორებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე კონტრაქციის მონაწილემ, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. გეი პარადის მოწყობის მოწინააღმდეგეთა მიზანი დედაქალაქში წესრიგის დაცვაა.

ფალავანდიშვილის განცხადებით, ისინი არ მისცემენ ქალაქში ლგბტ კვირეულის გამართვის უფლებას.

„არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ დავშალოთ აქცია, თუ პოლიცია მათ ასეთ კორდონს შეუქმნის და კიბეებზე დატოვებს პროვოკატორებს, რომლებიც მაღლა სწევენ თავიანთ პლაკატებს და გადასცემენ უცხოეთში, იმას თუ როგორ ჩაგრავენ თავიან ქვეყანაში. სწორედ ეს არის მათი მიზანი, მათ უნდათ ჩვენი სულიერი გაუპატიურება. ჩვენი მიზანი კი არის, დავიცვათ დედაქალაქში წესრიგი. როდესაც გავიგეთ, რომ გარყვნილებაში მყოფი ლგბტ პირები აპირებენ, გააპროტესტონ საპატრიარქოს ქრისტიანული განცხადება და ვიცით, რომ უნდა გაიმართოს კვირეული, ჩვენ – ქართველი ერი ვერთიანდებით, მოხდება ავტობუსებით ხალხის ჩამოსვლა რაიონებიდან. ჩვენ დავიკავებთ წინა დღეებიდან ქალაქში ცენტს და დავიცვათ წესრიგს რომ არ ჩატარდეს ლგბტ კვირეული“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის რვა მონაწილე დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილია.

კომენტარები

კომენტარი