გეგა შენგელია: აუქციონში გამარჯვებული კომპანია საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობაზე აიღებს ვალდებულებას

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ, ყინულის სახლის ტერიტორიის გასხვისების საკითხზე ტელეკომპანია ოდიშის ეთერში, გადაცემა ,,დიალოგში” ისაუბრა. მისი თქმით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობაზე აიღებს ვალდებულებას.

“დღეს სკეიტ პარკის ტერიტორია დაყოფილია ორ ნაწილად – ერთი არის ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არის დაახლოებით 9000 კვადრატული მეტრი და დანარჩენი სკეიტ პარკის ტერიტორია. საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდა ეს 9000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია ყინული სახლი. ექსპერტულად ეს მიწის ნაკვეთი შეფასდა დაახლოებით 7 მილიონ ორას ოცდაცამეტი ათას ლარად, ამ თანხით გადის საპრივატიზაციოდ, დამატებითი საინვესტიციო ვალდებულებით, რაც გულისხმობს იმას რომ ვინც იქნება აუქციონში გამარჯვებული კომპანია, ვალდებულებას აიღებს საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობაზე, რაც ზუგდიდისთვის იქნება დამატებითი შესაძლებლობა შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, მოვიზიდოთ ტურისტები და დამატებითი ინვესტიციები. მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემოს ამაღლება და მოტივაცია სხვა მნიშვნელოვანი კომპანიებისთვისაც, რომ ზუგდიდში განახორციელონ ინვესტიციები. ეს გარკვეულწილად იქნება პირველი ნაბიჯი დიდი ინვესტიციების მოსაზიდად ჩვენს მუნიციპალიტეტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მარტო ამ მიმართულებით აქცენტის გაკეთება, რომ რაღაცას ვყიდით დაუფიქრებლად, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იქნება სასიკეთო, ასე ნამდვილად არ არის,”-განაცხადა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი