ტექნოპარკში სამდღიანი ჰაკათონი გაიხსნა

0

ტექნოპარკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით,  „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის რეგიონალური აქტივობების“ პროექტის ფარგლებში, გაიხსნა სამდღიანი ჰაკათონი სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ჰაკათონის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებისათვის ციფრული ჩართულობის საშუალების მიცემა, საჯარო ინსტიტუტების გამჭირვალობის გაუმჯობესება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტი მოქალაქის ჩართვის უზრუნველყოფა. ჰაკათონი ასევე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და IT ექსპერტებს შორის ადგილობრივი ელ-დემოკრატიის პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას, ხელს შეუწყობს პროფესიონალური კავშირების დამყარებას სამოქალაქო აქტივისტებსა და IT ექსპერტებს შორის, ასევე გააძლიერებს საზღვრისპირა თანამშრომლობას.

სამოქალაქო საზოგადოების 70-ზე მეტი აქტივისტი, დიზაინერი და IT ექსპერტი შეიკრიბა თბილისში 3 დღითაზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვასა და უკრაინიდან. ჰაკათონის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის შეიქმნება ციფრული ინსტრუმენტებისა და ვებ-პლატფორმების პროტოტიპები, რომლებიც საბოლოო ჯამში, უნდა დაეხმარონ მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

2019 წლის ჰაკათონისთვის შერჩეული ყველა იდეის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე: http://eapcivilsociety.eu/news/project-news/it4society.html

ჰაკათონი სრულდება კვირას, 16 ივნისს, სადაც გუნდები წარადგენენ თავიანთი პროდუქტების პროტოტიპებს და ერთმანეთს შეეჯიბრებიან ჯილდოს მისაღებად, რაც ციფრული პროდუქტის სრულ დაფინანსებსებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი