მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს (ვიდეო)

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც პარალელურად ორი აქცია იმართება, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულები „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები არიან.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლების მიერ აქციის დაანონსების მერე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლაა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები თავისუფალი თეატრის მხარეს იმყოფებიან და კონტრ აქციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ – „არა ძალადობისკენ“.

აქციებზე პერიოდულად ვითარება იძაბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები