გიორგი თაბაგარი: ახლა აქ დარჩენას აზრი არ აქვს, დავიშლებით მალე

“ახლა აქ დარჩენას აზრი არ აქვს, დავიშლებით მალე”, – ამის შესახებ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა განაცხადა.
​მისივე თქმით, გუნდთან შეთანხმების შემდეგ ის სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებს.
ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის მოძრაობის” წევრი, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი დააკავა, არ დადასტურდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი თაბაგარი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. თუმცა, უწყების განმარტებით, გიორგი თაბაგარი მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციიდან მისთვის უსაფრთხო ადგილზე დროებით გაიყვანა.
მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის წარმომადგენლები, გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ვასაძე, მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ დედაქალაქში “თბილისი პრაიდი” არ გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის ივნისში, პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანაში ლგბტ თემის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები