ყირგიზეთი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტს მასპინძლობს

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი დაიწყო, რომელში მონაწილეობასაც, სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმირ პუტინი, ჩინეთის ლიდერი – სინ ძინპინი იღებენ.
ყირგიზეთის, რუსეთისა და ჩინეთის გარდა, ეს ევრაზიული დაჯგუფება ყაზახეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, ინდოეთსა და პაკისტანს აერთიანებს.
პუტინის თანაშემწე იური უშაკოვის განცხადებით, სამიტზე თანამშრომლობის გააქტიურებაზე უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლის, ეკონომიკური განვითარების, მრეწველობისა და ადამიანური რესურსების განვითარების სფეროებზე იმსჯელებენ.
უშაკოვის ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორისაა აგრეთვე ვითარება ავღანეთში და ვითარება ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წლის შეთანხმების გარშემო ამ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ.
სამიტს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ დამკვირვებელთა სტატუსის მქონე ავღანეთის, ბელორუსის, ირანისა და მონღოლეთის ლიდერებიც ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები