„ახალგაზრდა ადვოკატები“: საქსტატის დირექტორი პრემიერზე მაღალ, პენსიონერზე 26- ჯერ და საარსებო მინიმუმზე 33-ჯერ მეტ ხელფასს იღებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სახელფასო პოლიტიკასა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით, შესწავლის შედეგებს აქვეყნებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით, ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია საქსტატის დირექტორის, დირექტორის მოადგილეების, დეპარტამენტის ხელმძღვანელების მიმართ 2017, 2018 და 2019 წლის აპრილის მდგომარეობით, აგრეთვე ცენტრალურ ვერტიკალში – დეპარტამენტებში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების მიმართ გაცემული შრომითი ხელფასის, პრემიისა და დანამატის შესახებ, ინფორმაცია სამივლინებო თანხების თაობაზე, როგორც ეროვნულ, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საერთო სასამართლოებში, მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით, საქსტატის ჩართულობის შესახებ და აღსრულებული საქმეებიდან გადახდილი თანხების მაჩვენებელი.
“საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, თანამდებობის პირების – აღმასრულებელი დირექტორისა (რომლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 5900 ლარს) და მისი მოადგილეების მიმართ, თანამდებობრივი სარგოს სახით გაცემულია – 56,600 ლარი, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების მიმართ – 181636.30.30 ლარი. ინფორმაცია გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ არ ფიქსირდება. 2018 წლის მდგომარეობით, აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილეების მიმართ, თანამდებობრივი სარგოს სახით გაცემულია – 249799.80 ლარი, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების მიმართ – 7425430.30 ლარი. ინფორმაცია გაცემული დანამატების შესახებ არ ფიქსირდება, მაგრამ ფიქსირდება პრემიის მიღების ფაქტი – თანამდებობის პირების მიმართ გაცემულია – 19800 ლარი პრემიის სახით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების მიმართ – 380870 ლარი. რაც შეეხება 2017 წლის მონაცემს, აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილეების მიმართ, თანამდებობრივი სარგოს სახით გაცემულია – 169538.64 ლარი, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების მიმართ – 6593362.73 ლარი. ფიქსირდება დანამატის მიღების შემდეგი მაჩვენებელიც – აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილეების მიმართ – 104300 ლარი, დანარჩენი თანამშრომლების მიმართ – 221500 ლარი. ასევე, პრემიის გაცემის ფაქტი მხოლოდ დანარჩენი თანამშრომლების მიმართ – 397470 ლარის სახით. მთლიანობაში, დადგენილია, რომ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილეების, აგრეთვე დანარჩენი თანამშრომლების მიმართ, 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემის მიხედვით, თანამდებობრივიო სარგოს სახით გაცემულია – 1874236.30 ლარი, ამჟამად დანამატისა და პრემიის თაობაზე ინფორმაცია არ ფიქსირდება, 2018 წელს – თანამდებობრივი სარგოს სახით გაცემულია – 7675230.10 ლარი, პრემიის სახით – 400670 ლარი, დანამატი არ ფიქსირდება, ხოლო 2017 წელს, თანამდებობრივი სარგოს სახით – 6762901.37 ლარი, პრემიის სახით – 397470 ლარი, დანამატის სახით – 325800 ლარი.
ანა ფუტკარაძის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრზე მეტი ხელფასი აქვს და მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო თითქმის გათანაბრებულია პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და მოსამართლის ხელფასთან. ამასთან, ოფიციალური, მონაცემით, საქსტატის დირექტორი რიგით პენსიონერზე 26-ჯერ და საარებო მინიმუმზე – 33-ჯერ მეტ ხელფასს იღებს. მისივე თქმით, თავად საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემის თანახმად, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმია 179.60 ლარი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი – 301.30 ლარი, რაც მნიშვნელოვან დისბანალსს ქმნის, რასაკვირველია“- განაცხადა ფუტკარაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ შეისწავლა საქსტატის თანამდებობის პირებისა და დანარჩენი თანამშრომლების მიერ სამივლინებო ხარჯები, როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე ქვეყნის გარეთ.
„2019 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, თანამდებობის პირების – აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილეების მიმართ, მივლინებაში დახარჯულია – 8185.25 ლარი, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების მიერ – 14,098.81 ლარი. 2018 წელს აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილეების მიმართ, მივლინებაში დახარჯულია – 12,581.65 ლარი, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების მიერ – 95,549.22 ლარი, ხოლო 2017 წელს, აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილეების მიმართ, მივლინებაში დახარჯულია – 18,620.72 ლარი, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების მიერ – 55,458.71 ლარი. მთლიანობაში, დადგენილია, რომ საქსტატმა 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, მივლინებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯა – 22,285.06 ლარი, 2018 წელს – 108130.87 ლარი, ხოლო 2017 წელს – 74079.43 ლარი. აღნიშნულ წლებში, ქვეყნის შიგნით გადაადგილების ადგილებია: ქ. გორი, ქ. ბათუმი, ქ. თელავი, ქ. ზუგდიდი, ქ. ქუთაისი, ქ. ბორჯომი, ქ. ფოთი, ქ. ოზურგეთი, ქ. ამბლორაული, ხოლო ქვეყნის გარეთ – ქ. ნიუ-იორკი (აშშ), ქ. ტოკიო (იაპონია), ქ. ჟენევა (შვეიცარია) და ქ. ბანგკოკი (ტაილანდი). საქსტატს ყველაზე მეტი სამივლინებო თანხა გაცემული აქვს აშშ-სა (სულ 3 ვიზიტი) და იაპონიაში მივლინების დროს.
ორგანიზაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში 2017 წელს საქსტატის ცენტრალურ აპარატში შტატგარეშედ დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრებოდა 23 ერთეულით, 2018 წელს – 29, ხოლო 2019 წლის აპრილის მდგომარეობით, მათი ოდენობა შეადგენს 28 ერთეულს. თავის მხრივ, მათ მიმართ 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით, თანამდებობრივი სარგოს სახით გაცემულია – 52095 ლარი, პრემიისა და დანამატის გაცემა არ ფიქსირდება, 2018 წელს თანამდებობრივი სარგოს სახით – 169481.64 ლარი, პრემიის სახით – 17810 ლარი, 2017 წელს თანამდებობრივი სარგოს სახით – 124977.29 ლარი, პრემიის სახით – 17320 ლარი. 2018-2017 წლებში, მათ მიმართ დანამატის გაცემა არ ფიქსირდება. მთლიანობაში, საქსტატის შტატგარეშე თანამშრომლებმა 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მიიღეს – 52095 ლარი, 2018 წელს – 187291.64 ლარი, ხოლო 2017 წელს – 142297.29 ლარი“- განაცხადა ფუტკარაძემ.
მისივე თქმით, ორგანიზაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარედგინა 148 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მათგან 143 სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილია დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე.
„შესაბამისად, დგინდება, რომ საქსტატმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 17712 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, რაც გულისხმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობას, 143 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილება მიიღო. კანონით, რეგისტრირებული პირის დაჯარიმება შეიძლება მოხდეს 200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება სხვა სასამართლო დავებს, მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქსტატი 2017 წლიდან 2019 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, ჩართული იყო მოპასუხედ ორ სამოქალაქო (სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნა) დავაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქსტატმა წარმოებული დავები თანხის დაკისრების ნაწილში, წააგო, ვინაიდან სახელფასო დავალიანების სახით, სულ გადახდილია 2120.75 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქსტატის მიერ არ გაცემულა ინფორმაცია, ამჟამად მიმდინარე სამართალწარმოების დავებზე. რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან დასაქმებულთა უკანონო გათავისუფლებას ეხება.
ორგანიზაციამ საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან 2019 წლის მარტში მიმართა. საქსტატმა მოთხოვნილი ინფორმაცია ნაწილობრივ გასცა, ორგანიზაციამ კი დამატებითი მასალები გამოითხოვა, რომლის დამუშავებაც და შესწავლაც, ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მოხდა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ უწყების შესწავლას განაგრძობს“- განაცხადა ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები