„ეზო ფესტივალის“ სტუმრებს ავტობუსები უფასოდ მოემსახურებიან

დედაქალაქის მერია მთაწმინდის პარკში 14-15 ივნისს დაგეგმილ „ეზო ფესტივალზე“ დასწრების მსურველთათვის 4 ავტობუსს გამოყოფს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები მთაწმინდის პარკისკენ 14 ივნისის 17:30 საათიდან 16 ივნისის 12:00 საათამდე კოჯრის გზატკეცილისა და პარკის ქუჩების გასაყარზე არსებული ავტოსადგომიდან იმოძრავებენ.
ისინი მგზავრებს 30 წუთის ინტერვალით, სადღეღამისო რეჟიმში უფასოდ მოემსახურებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები