„პეგას ტურისტიკი“ ბოდრუმის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს

საერთაშორისო ტუროპერატორი „პეგას ტურისტიკი“ – Pegas Touristik 2019 წლის ზაფხულის სეზონს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. კომპანია 16 ივნისიდან ქართველ დამსვენებელს თბილისიდან თურქეთის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალი კლასის კურორტების – ანტალიის, ბოდრუმის, კუშადასისა და მარმარისის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს სთავაზობს.
2019 წლის ზაფხულის სეზონს, „პეგას ტურისტიკი“ ქართველ დამსვენებელს სთავაზობს All Inclusive მომსახურებას თურქეთის სხვადასხვა საზღვაო კურორტზე.
პირველი მიმართულება, რომელზეც კომპანია მუშაობს თურქეთი ანტალიაა. 2019 წლის ზაფხულის სეზონზე, „პეგას ტურისტიკმა“ პარტნიორი ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ ბორტით პირველი რეისი 25 მაისს, ანტალიის მიმართულებით განახორციელა. საქართველოში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც მაისში დაიწყო ჩარტერული რეისები. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს კურორტების გარდა, მიმდინარე სეზონის სიახლე ქართველი მომხმარებლისთვის ბოდრუმი/მარმარისი გახლავთ. კომპანია კვირაში 4-ჯერ თბილისი-ანტალიის, კვირაში ერთხელ კი თბილისი-ბოდრუმის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.
„პეგას ტურისტიკი“ მუშაობს, როგორც მომწოდებელი კომპანია, ქმნის პროდუქტს და შემდეგ შეკრულ ტურპაკეტს აწვდის ქართულ ტურისტულ სააგენტოებს. ტურისტული სააგენტოები, თავის მხრივ, ახდენენ სამოგზაურო ტურების რეალიზებას. „პეგას ტურიტიკს“ გააჩნია საკუთარი სასტუმროთა ქსელი (525 სხვადასხვა ტიპის სასტუმრო), ჰყავს საკუთარი ავიაკომპანია საკუთრებაში არსებული საჰაერო ხომალდებით.
რაც შეეხება ფასებს, ბოდრუმის მიმართულებით სრული ტურპაკეტის მინიმალური ფასი ერთ ადამიანზე, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში 359 ევროს შეადგენს, რაშიც ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროში 6 ღამით განთავსება, All Inclusive მომსახურება, ტრანსფერები და დაზღვევა შედის. ანტალიის მიმართულებით მინიმალური ფასია 240 ევრო. „პეგას ტურისტიკის“ სრული პაკეტების შეძენა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოში შეუძლიათ.
ასე, რომ თუ ჯერ კიდევ არ იცით სად გაატაროთ ზაფხული, დაგეგმეთ დასვენება ყველაზე მარტივად, საინტერესოდ და ხელმისაწვდომად „პეგას ტურისტიკთან“ ერთად. შეღავათიანი ფასები და განსაკუთრებული მომსახურება – ეს PEGAS Touristik-ის პრიორიტეტია.
„პეგას ტურისტიკი“ საერთაშორისო ტუროპერატორია, რომელიც 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო სამეულს შორის მოხვდა. „პეგას ტურისტიკს“ 25 წლიანი მოღვაწეობის ისტორია აქვს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თურქი ბიზნესმენია. კომპანია 1994 წელს შეიქმნა და მისი პირველი მიმართულება ანტალია იყო. ®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები