თეა წულუკიანი სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე – „უნდა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები“

0

„ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან არჩევნებზე რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ, მამაკაცები ძირითადად და მეორე პარტიის მამაკაცი კანდიდატი იყენებდა სიძულვილის ენას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები იმის გასამიჯნად, გამოხატვის თავისუფლების სახელით თუ რა განცხადება შეიძლება გააკეთო.
„არაერთი წელია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ოდირიც, ისინიც რომ არ იყვნენ, ჩვენ თვითონაც ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში, რომ საარჩევნო პროცესს სამწუხაროდ თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური გახლავთ სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა კანდიდატთან მიმართებაში და ხშირად ეს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი. ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან არჩევნებზე რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მამაკაცები ძირითადად და მეორე პარტიის მამაკაცი კანდიდატი იყენებდა სიძულვილის ენას. არ ვფიქრობ, რომ თუკი გარკვეული ფრთხილი ფაქიზი მიდგომის შედეგად შემუშავებულ რეგულაციები იქნება და ბალანსი იქნება დაცული პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, ეს იქნება პრობლემა, პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რა შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სახელით აკადრო და რა არ შეიძლება აკადრო სხვა ინდივიდს, რომელსაც აქვს რა თქმა უნდა თავისი პირადი სივრცე,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი