ისრაელმა “ჰამასზე” კონტრშეტევა განახორციელა

ისრაელის საჰაერო ძალებმა საპასუხო შეტევა განახორციელეს პალესტინური ისლამური მოძრაობა “ჰამასის” სარაკეტო შეტევის წინააღმდეგ. აღნიშნულ ინფორმაციას “ინტერფაქსი”, ისრაელის არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, 12 ივნისს, საღამოს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხედროების მიმართულებით რაკეტა გაუშვეს.
დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
“სრაელის საჰაერო ძალებმა გამანადგურებელი გაუშვეს ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე “ჰამასის” სამხედრო ბანაკის მიმართულებით”, – ნათქვამია ისრაელის არმიის პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მაისში გამოქვეყნდა ისრაელსა და პალესტინას შორის “საუკუნის შეთანხმების” დეტალები, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შუამდგომლობით, ისრაელი, პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობა “ფათჰი” და ისლამური მოძრაობა “ჰამასი” თანხმდებოდნენ, რომ ცეცხლი შეწყდებოდა და შეიქმნებოდა პალესტინური სახელმწიფო – “ახალი პალესტინა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები