ლევან კობერიძე: არაა კარგი, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ხმამაღლა მოუწია იმის თქმა, რომ ანაკლიის პორტის აშენება მისი ინტერესია

“კარგი არ არის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ხმამაღლა მოუწია იმის თქმა, რომ ქვეყანაში მისი ინტერესია ანაკლიის პორტის აშენება”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ანაკლიის პორტის პროექტის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
​მისივე თქმით, ეს ხელისუფლებისთვის ყურის აწევას ნიშნავდა.
„ვფიქრობ, რომ ეს იმ არაგონივრული აჟიოტაჟის შედეგია, რაც ხელისუფლების გარკვეული უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით არის განპირობებული. ერთი მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ანაკლიის პორტს ხელს უწყობს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვინც პასუხისმგებელია ამ პროექტზე, პროკურატურაში “ფულის გათეთრებაზე” არის დაბარებული და საქმე დაუსრულებელია, რაც ურიერთსაწინააღმდეგოა. კარგი არ არის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ხმამაღლა მოუწია იმის თქმა, რომ ქვეყანაში მისი ინტერესია ანაკლიის პორტის აშენება”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გუშინ საქართველოს პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები