ავარია ეგვიპტეში – დაიღუპა 14 ადამიანი

ეგვიპტეში, კაიროსთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 8 კი – დაშავდა. ინფორმაციას ინციდენტის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Masrawy ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ჯიპის ტიპის ავტომობილი და ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
​ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები