კახა კალაძე: თბილისში 22 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა

თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ბინების დარეგისტრირების პროექტს გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისში 22 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
​როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პროექტი გრძელდება და ვინც ვერ ახერხებს დარეგისტრირებას, გამგეობებს უნდა მიმართოს.
„დაწყებული გვაქვს ბინების დარეგისტრირების პროექტი. საკმაოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ ამ პროგრამით, რომლის განხორციელება დავიწყეთ გასულ წელს. დიღმის მეორე მიკრორაიონის 27-ე კორპუსში მცხოვრებ 21 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ეს ადამიანები აქ წლების განმავლობაში ცხოვრობენ და, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას. მინდა, ამ ადამიანებს მივულოცო. ასევე, მელანიის მე-5 შესახვევის 20-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს გადაეცა ერთ ლარად საცხოვრებელი ფართი. ამ პროგრამას ჩვენ ვაგრძელებთ და ყველამ, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა, წლების განმავლობაში ცხოვრობს და ვერ ახერხებს დარეგისტრირებას, უნდა მიმართოს გამგეობებს. გამგეობა აკეთებს შუამდგომლობას მერიასთან და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები