“საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი პოლიტიკური ნება, განხორციელდეს ანაკლიის პროექტი და ეს საგარეო პოლიტიკის სტატეგიაშიც აისახა”

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან  არის პოლიტიკური ნება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და განხორციელდება კიდევაც. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი ნაბიჯები  ამის ნათელი დადასტურება იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ვაშინგტონში  ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მუდმივად ადასტურებდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს ტერიტორიიდან. თავად საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა  გვკარნახობს ამას და ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და კონკრეტული შედეგების დემონსტრირებაც ხდება. ის ნავთობსადენები და გაზსადენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, პორტების ინფრასტრუქტურის განვითარება ადასტურებს ამას.   საქართველოს მთავრობა ჩართულია ამ პროცესებში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს კონსორციუმს ანაკლიის პროექტის განვითარებაში, ეს პროექტი მუდმივად მიგვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურამდე, მათ შორის – ევროკავშირისა და აშშ-ის, თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლება წამოწია ეს და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები  და ჩვენ, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მთავარ პარტნიორთან ვსაუბრობთ ამაზე, სწორედ სახელმწიფოს უდიდესი ინტერესის დასტურია”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები