გიგა ბოკერია ირაკლი ოქრუაშვილზე: „ერტეერზე” გამოდიოდა კვიციანის მსგავსად და ამხელდა საქართველოს ომის დაწყებაში

“ის გამოდიოდა ოფიციალურ რუსული პროპაგანდის ორგანოებში კვიციანთან ერთად, პუტინის პროპაგანდის წარმომადგენელი იყო”, – ეს განცხადება „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, იგი ვერ ითანამშრომლებს ისეთ ადამიანთან, ვინც დადის მოსკოვში, ვინც მეგობრობს უშიშროების ყოფილ მინისტრ ხაბურძანიასთან და ვინც, ოფიციალურად, რუსული პროპაგანდის ორგანოებში კვიციანთან ერთად გამოდიოდა.
,,ჩემი თანაგუნდელი ვერ იქნება ის, ვინც დადის მოსკოვში, ვინც მეგობრობს – ყოფილი უშიშროების მინისტრი  რა გვარის იყო – ხაბურძანიასთან, ოფიციალურ „ეფესბეს” რეზიდენტთან, ერთად იყვნენ იქ. ჩვენ მოსმენილი გვაქვს მათი დიალოგი საჯაროდ. ის გამოდიოდა, ოფიციალურად, რუსული პროპაგანდის ორგანოებში კვიციანთან ერთად. აი, ეგეთი კაცია და ჩვენ მასთან არ ვთანამშრომლობთ და არც ის მოელის ჩვენგან თანამშრომლობას. წითელი ძალების მიღმა მყოფ ძალებთან არ შეიძლება შეკვრა მარტო იმიტომ, რომ მთავრობა ძალიან ცუდია, უაღრესად ცუდია. ეს განგვასხვავებს ჩვენ ბევრი სხვისგან. ჩვენ ამ პრინციპებს არ ვღალატობთ არასოდეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დეპუტატმა   ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ სხვა განცხადებებიც გაიხსენა და ყურადღება გაამახვილა დავით გარეჯთან  დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და მას ამაზრზენი უწოდა.
,,ახლახან  გააკეთა გარეჯზე რაღაც ამაზრზენი განცხადება, რომ მე რომ მინისტრი ვიყავიო; დაურეკე ჩემს კოლეგას, უთხარი, ახლა ამას თუ არ მოაგვარებ, 100 ათასი დევნილი გეყოლება, გამოვყრით აზერბაიჯანელებსო. როგორი უპასუხისმგებლო მატყუარა უნდა იყო, რომ ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ რა უფლება გაქვს, ილაპარაკო შენი მოქალაქეების სადმე გაყრაზე, მეორეც სწორედ ეგ ლაპარაკია, რაც ჩვენს მტერს ხელს აძლევს, რომ ჩვენ  შიგნით შუღლი და სიძულვილი დათესოს. აი, ეგეთი კაცია და ჩვენ მასთან არ ვთანამშრომლობთ და არც ის   მოელის ჩვენგან თანამშრომლობას”, – ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები