ადა მარშანია ხელისუფლებას: ფაშისტური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენელი ბოკერია ფაშიზმზე გელაპარაკებათ, ახია თქვენზე

„ქართულო ოცნებავ“, ახია თქვენზე, ფაშისტური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენელი ფაშიზმზე გელაპარაკებათ და კომუნისტურ და ბოლშევიკურ რეჟიმზე გესაუბრებათ თქვენ. ახია თქვენზე”, – ამ სიტყვებით “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ბრალია, რომ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში არიან.
„მოკლედ, „ქართულო ოცნებავ“, ახია თქვენზე, როგორც იტყვიან ხალხურად, ესენი რომ თქვენ აქ ლექციებს გიკითხავენ. ესე იგი, ფაშისტური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენელი ფაშიზმზე გელაპარაკებათ და კომუნისტურ და ბოლშევიკურ რეჟიმზე გესაუბრებათ თქვენ. ახია თქვენზე. რატომ გყავთ ეს ხალხი პოლიტიკაში, საერთოდ, ჯანდაბას, პოლიტიკაში იყვნენ, პარლამენტში რატომ სხედან ესენი, თქვენი ბრალი არ არის ეს“? ეს თქვენი არჩევნები საერთოდ არ მაინტერესებს და ამის გარჩევა იმიტომ, რომ ეს არის თქვენი არჩევნები, ორი ძალის. და თქვენ ერთმანეთს სჭირდებით ზუსტად რომ საარჩევნოდ და ვითომ ახლა არჩევთ. ეს არის ყველაფერი ბლეფი. არცერთი ხმა “ნაცებს”, არცერთი ხმა “ქოცებს” – ორივე უნდა წავიდეს პოლიტიკური არენიდან და დაანებეთ თავი საქართველოს. დაანებეთ თავი, წაბრძანდით სახლში და წყნარად დასხედით მანდ, ეს მაინც გააკეთეთ“, – განაცხადა მარშანიამ.
პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასა და „ქართული ოცნების“ წევრ გია ვოლსკის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
​​ვოლსკიმ ბოკერიას “ყეყეჩი ადამიანი” უწოდა, ხოლო ბოკერიამ ვოლსკის – “ცეკა-ს ინსტრუქტორი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები