თალაკვაძე ოპონენტებს: მხოლოდ თავისუფალი არჩევნების პირობებში შეიძლება, რომ თქვენნაირმა ტოქსიკურმა ძალამ რამე ხმები და მხარდაჭერა მიიღოს

„ეს არჩევნები რომ თავისუფლად ჩატარდა, ადასტურებს ის, რომ მხოლოდ თავისუფალი არჩევნების პირობებში შეიძლება, თქვენნაირმა ტოქსიკურმა ძალამ რამე ხმები და მხარდაჭერა მიიღოს და კიდევ ნუ გაქვთ პრეტენზია არჩევნებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ეს არჩევნები რომ თავისუფლად ჩატარდა, ამას იცით, რა ადასტურებს? ხმების რაოდენობა, რომელიც მაინც მიიღეთ. ეს ადასტურებს იმიტომ, რომ მხოლოდ თავისუფალი არჩევნების პირობებში შეიძლება, თქვენნაირმა ტოქსიკურმა ძალამ რამე ხმები და მხარდაჭერა მიიღოს და კიდევ ნუ გაქვთ პრეტენზია არჩევნებთან დაკავშირებით. “ძველ ბიჭებზე” თქვენ ლაპარაკობდით? თქვენი ტერმინოლოგია, თქვენი ფრაზები, თქვენი დამოკიდებულება თქვენი კოლეგების მიმართ – აი, ეს არის “ძველბიჭური” მენტალიტეტი, პირდაპირ ჩვენ  თვალწინ, პარლამენტში, რისი დემონსტრირებაც თქვენ გააკეთეთ. რა “ძველ ბიჭებზე” ლაპარაკობთ ამის შემდეგ, როდესაც თქვენ ხართ თქვენი ქცევით განსახიერება “ძველბიჭური” მენტალიტეტისა – მთელი თქვენი ტერმინოლოგიით, მიმართვებითა და დამოკიდებულებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები