ნინო წილოსანი: ტიტული, რომელიც ბათუმმა მოიპოვა, აჭარის ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგია

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, ტიტული, რომელიც ბათუმმა მოიპოვა, აჭარის ხელისუფლების აქტიური მუშაობისა და მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია. ​
როგორც მან აღნიშნა, ბათუმს ის კურორტებიც შეუერთდება, სადაც ხელისუფლებამ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.
“სულ რამდენიმე დღის წინ ბათუმი გახდა ტურისტული ჯილდოს მფლობელი, ისეთი ქალაქების გვერდით, როგორებიცაა: სოფია, ლიუბლიანა, კუტნა ჰორა და ბევრი სხვა. ბათუმი დასახელდა ევროპის ყველაზე მზარდ ტურისტულ მიმართულებად და ეს ჯილდო ეკუთვნის ბათუმელებს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ამ ქალაქის განვითარებისთვის და თუნდაც ყველა იმ საოჯახო სასტუმროსა და კაფეს მფლობელს, ვინც გულითადად ემსახურება თავის საქმეს და ქმნის ჩვენი ქვეყნის სტუმართმოყვარე იმიჯს. მიღებული ჯილდო შედეგია აჭარის ხელისუფლების აქტიური მუშაობისა და მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა ბულვარის რეაბილიტაცია, შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა, შემოვლითი გზის მშენებლობას და ა. შ. ეს ჯილდო ნიშნავს ათიათასობით ახალ ტურისტს შეყვარებულს საქართველოსა და ბათუმზე, შეყვარებულს ჩვენს ბუნებაზე, ქართულ ღვინოზე, კულინარიულ შედეგებსა და იმ ისტორიულ ადგილებზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შეგვინარჩუნეს და დაგვიტოვეს.
ბათუმი არის სტარტი, რომელსაც მალე შეუერთდება ისეთი კურორტები, სადაც ჩვენ დავიწყეთ რეაბილიტაცია. მაგალითად, აბასთუმანი, ბახმარო, რომელიც სრულიად გურიასთან ერთად წინა ხელისუფლების მიერ საუკუნოდ იყო დავიწყებული, მაგრამ ჩვენ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.
მინდა, მოგილოცოთ თქვენც, ძვირფას ოპოზიციას, ვისი მმართველობის შედეგიცაა ისეთი მავნებლური გადაწყვეტილება და კონტრაქტი, როგორიცაა თბილისის აეროპორტი, თუმცა არაუშავს, ჩვენ განვავითარეთ ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები, რომლებსაც ყოველდღიურად ემატება ახალი რეისები და რომლებიც, ფაქტობრივად, საუკეთესო საშუალებაა ჩვენი მოქალაქეების ევროპაში და პირიქით სამოგზაუროდ. ეს ჯილდო, რა თქმა უნდა, გეკუთვნის თქვენც, რადგან ჩვენი დამსახურებით თქვენც ამ ყველაფრის მონაწილე იქნებით. ამასთანავე, ჩვენ ვიზრუნეთ იმ ქვეყანაზე, რომელსაც თქვენი მმართველობის პერიოდიდან შემორჩა მძიმე დამახინჯებული ფსიქიკა, დაკარგული ტერიტორიები, ბეტონის ჯუნგლებად ქცეული ქალაქი და ხუთჯერ ზედიზედ გახსნილი ერთი და იგივე პროექტი. მიუხედავად იმისა, რამდენ სიცრუეს თუ ტალახს გვესვრით, დრო გადის, ემოციები მშვიდდება და დარჩება ის საქმეები, რომელსაც ვაკეთებთ გრძელვადიანი შედეგის მიზნით და არა იმ მიზნით, რომელიც თქვენ გქონდათ მხოლოდ კარგი პიარის გასაკეთებლად”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
​ცნობისათვის, პორტუგალიაში, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „ვორლდ თრეველ ევორდსის” დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვა, რომ ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა. ჯილდოზე ბათუმი პირველად იყო წარდგენილი და ტიტულის მოსაპოვებლად მას ისეთ ქალაქებთან უწევდა კონკურენცია, როგორებიცაა: სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარიდა დერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები