კობა გვენეტაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს – „ეროვნული ბანკს არ აქვს მანდატი, გადაწყვიტოს, “გათეთრდა” თუ არა ფული”

„ეროვნული ბანკს არ აქვს მანდატი, გადაწყვიტოს, “გათეთრდა” თუ არა ფული”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „თიბისი ბანკის“ ტრანზაქციასა და ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეხებოდა.
როგორც კობა გვენეტაძემ განმარტა, ეროვნულმა ბანკმა შეისწავლა ინტერესთა კონფლიქტის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხი, რომლის შესახებაც „თიბისი ბანკს“ არ აქვს ეროვნულ ბანკთან არანაირი დავა.
„ყველანაირი დავა ამ საკითხთან დაკავშირებით „თიბისი ბანკს“ აქვს შეწყვეტილი. ამავე დროს, “ფულის გათეთრების” ინსპექტირებასთან დაკავშირებითაც მუშაობს ეროვნული ბანკი და ასეც უნდა იყოს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ფუნქცია შემოიფარგლება, ამ შემთხვევაში, “ფულის გათეთრების” აღმკვეთი ღონისძიებების ხელშეწყობის კანონმდებლობის დაცვასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ უნდა შევამოწმოთ და დავაიდენტიფიციროთ, რამდენად ხდება ამ კანონმდებლობის დაცვა ჩვენი ზედამხედველობის სუბიექტების მიერ. ეროვნულ ბანკს არ აქვს მანდატი, გადაწყვიტოს და განსაზღვროს, “გათეთრდა” თუ არა ფული. ჩვენი ფუნქცია იყო, კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეგვემოწმებინა. “ფულის გათეთრების” დეტერმინაციის პროცესი საკმაოდ რთულია. ეს არ არის ადვილი და, აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის ნებისმიერი დარღვევა შესაძლებელია, არ იყოს ფულის გათეთრება. ერთადერთი ორგანო, რომელმაც შეიძლება, დაადგინოს, “ფული გათეთრდა” თუ არა, ეს არის სასამართლო “, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები