მთაწმინდაზე ყველა უბანი დათვლილია, ლადო კახაძეს 61.83 პროცენტი აქვს, შალვა შავგულიძეს 38.17

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გახსნილი 31-ვე საარჩევნო უბანი დათვლილია.

არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83 (ხმა) პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 38.17 (6630 ხმა) პროცენტი.

შედეგები ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოაცხადა.

„ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. არჩევნებმა ხელმისაწვდომ გარემოში ჩაიარა. მადლობა ამომრჩევლებს სამოქალაქო აქტიურობისთვის. მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს. მადლობა ჩართულ მხარეებსაც პასუხისმგებლობის გამო. ამ დროისთვის ყველა შემაჯამებელი ოქმი ვებგვერდზე მისაწვდომია. ოქმები ატვირთულია შემოსვლისთანავე. ამ ეტაპზე ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები