ანრი ოხანაშვილი: ძალიან მალე, ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას

„ძალიან მალე ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ფაქტია, რომ ლადო კახაძე ჩვენი ამომრჩევლების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, შესაბამისად ეს მხარდაჭერა კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება. საუბარია დამაჯერებლ უპირატესობაზე . დაველოდოთ შესაბამის დროს და ამას უკვე ოფიციალურად გავიგებთ. ჩვენ რა თქმა უნდა, ველოდებით ოფიციალურ შედეგებს, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია არა ციფრები, არამედ ჩვენი საზოგადოების დამაჯერებელი მხარდაჭერა და ასეთივე დამაჯერებელი უპირატესობით სარგებლობს ლადო კახაძე” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების” პრინციპული არჩევანია არჩევნების დემოკრატიულად, მშვიდ, თავისუფალ და თანასწორ გარემოში ჩატარება.
„ასე ვატარებთ ჩვენ არჩევნებს, ეს არის ქართული ოცნების სამარკო ნიშანი და ამას არაერთი აღიარება აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომელიც შესაძლოა ჩვენ განვიხილოთ როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესებად, ამ საკითხევზე მომავალში გვექნება მსჯელობა. ჩვენ ვფიქრობთ ოდირის და სხვა რეკომენდაციებთან ერთად ვიმსჯელოთ და გავაუმჯობესოთ საარჩევნო კანონმდებლობა”, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, თუკი სადმე დარღვევა დაფიქსირდა, ყველაფერს შესაბამის დროში ექნება ადეკვატური რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები