20:00 საათის მდგომარეობით, მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 41. 23 % შეადგინა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ამომრჩეველთა აქტივობისა და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს რვა საათისათვის თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 41. 23 % რაც რაოდენობრივად არის 18 ათას ას ხუთი ამომრჩეველი.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, არჩევნების პროცესმა საარჩევნო უბნებზე, მშვიდ ვითარებაში, არსებითი ხარვეზების გარეშე ჩაიარა.
“საღამოს რვა საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა, აღსანიშნავია, რომ არჩევნების პროცესმა საარჩევნო უბნებზე, მშვიდ ვითარებაში, არსებითი ხარვეზების გარეშე ჩაიარა და ამომრჩევლებმა დაბრკოლების გარეშე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს რვა საათისათვის თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 41. 23 % რაც რაოდენობრივად არის 18 ათას ას ხუთი ამომჩეველი”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები