“მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა ოპონენტების მხრიდან პროვოკაციების მცდელობას, არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენს საერთო გამარჯვებაში”

მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ადგილი ჰქონდა ოპონენტების მხრიდან სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, არცერთი წამით არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენს საერთო გამარჯვებაში -ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს გამარჯვება არ იქნება უბრალოდ ერთ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება, ეს იქნება თითოეული თბილისელის და თითოეული მთაწმინდელის გამარჯვება.
“მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ადგილი ჰქონდა ოპონენტების მხრიდან სიტუაციის დაძაბვის, პროვოკაციების მცდელობას, არცერთი წამით არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენს საერთო გამარჯვებაში.
და ჩვენ ვპირდებით, ჩვენს თბილისელებს, ვპირდებით მთაწმინდელებს, რომ ეს გამარჯვება არ იქნება უბრალოდ ერთ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება, არ იქნება ერთი მაჟორიტარის გამარჯვება, ეს იქნება თითოეული თბილისელის და თითოეული მთაწმინდელის გამარჯვება.
ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა, და დავამტკიცებთ იმ განსახორციელებელი პროექტებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი მომდევნო თვეებისა და მომდევნო წლების განმავლობაში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!”, -განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები