“ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, მეორე მხარეს არის შესაძლებლობა, ერთად შევცვალოთ ეს ყველაფერი და ქვეყანა წავიყვანოთ წინ”

“ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა და წარსულის ნგრევაზე აწყობილი პოლიტიკა და პოლიტიკური ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის შესაძლებლობა, ერთად შევცვალოთ ეს ყველაფერი და ქვეყანა წავიყვანოთ წინ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მთაწმინდის ოლქში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი დარღვევები ნიშნავს მხოლოდ ერთს – ხელისუფლება ძალიან ღელავს.
“ხელისუფლება ღელავს იმიტომ, რომ სიტუაცია და არჩევანი ძალიან ნათელია : ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, ზიზღზე, დაპირისპირებსა და წარსულის ნგრევაზე აწყობილი პოლიტიკა და პოლიტიკური ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის შესაძლებლობა, ერთად შევცვალოთ ეს ყველაფერი და ქვეყანა წავიყვანოთ წინ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები