თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს რომ მის შვილს თავს დაესხნენ: სახელმწიფოს ვთხოვ, ეს ქაჯი დასაჯოს(ვიდეო)
„ტაბულას“ დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის შვილს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.
„დამკვირვებლები, რომლებსაც თავს დაესხნენ არიან ჩემი შვილი – კატო კოპალეიშვილი და მისი მეგობარი ანა ბარამიძე (ჩემი მეგობრის შვილი Eka Japaridze).
მე სახელმწიფოს ვთხოვ ეს 41 ნომერი ქაჯი კანონის დაცვით და სიმკაცრის იმ სტანდარტით დასაჯოს, რა სტანდარტითიც ლორთქიფანიძის პიჯაკის შემთხვევაში გამოიყენეს.
არაფერს ზედმეტს არ ვითხოვ – პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რა სტანდარტიც თავად შექმენით, ზუსტად იმ სტანდარტით დასაჯეთ ეს პრიმიტივიც. ასე ჯობია.
სიუჟეტი ასეთი იყო: კატო იდგა უბნის შესასვლელში და უბანთან მიმდინარე პროცესს იღებდა. მივიდა ეს ქალბატონი, უთხრა ნუ იღებო. კატომ აუხსნა რომ მისი ინტერესია უბანთან მიმდინარე პროცესის გადაღება და ამის უფლება აქვს. თუ ვინმე წუხდება, შეუძლია უბანს გაეცალოს.
რასაც მოყვა აი ეს ამბავი – ანა ბარამიძე იღებდა, იმას დაარტყა კატო მოასწრო ჩაწერა“,- წერს ჩერგოლეიშვილი.