კახა კალაძე: ხვალინდელ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი – ლადო კახაძე გაიმარჯვებს

„ხვალინდელ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი – ლადო კახაძე გაიმარჯვებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

“კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მოლოდინებს რაც შეეხება, მთაწმინდელების მხარდაჭერით, აუცილებლად გაიმარჯვებს ლადო კახაძე, სხვაობა იქნება დიდი, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი თანადგომა. რამდენიმე დღის წინ, დებატები იყო და ლადო კახაძემ აჩვენა შავგულიძის რეალური სახე”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები