ნიდერლანდებში შტორმის შედეგად ხის წაქცევის გამო გამოძახებულმა პოლიციამ კოკაინის ლაბორატორია აღმოაჩინა

ესპანეთის ჩრდილოეთ და საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროებს შტორმი „მიგელი“ დაატყდა თავს. ძლიერი ქარი ნიდერლანდების ტერიტორიაზეც გავრცელდა.


შტორმის დაწყებისას საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროდან ატლანტის ოკეანეში გასული გემის 3 მგზავრი დაიღუპა.
საფრანგეთის ხელისუფლებამ განგაშის “ნარინჯისფერი დონე” გამოაცხადა და მოსახლეობა მოსალოდნელი ზარალის შესახებ გააფრთხილა. მეტეოროლოგების განცხადებით, მსგავსი ამინდი წელიწადის ამ დროისთვის უჩვეულოა.​


​ესპანეთის ასტურიასის რეგიონში კი ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. სტიქიის გამო სანაპირო ზოლები დაიცალა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა კი შეფერხდა. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 147 კილომეტრს აღწევს.
სტიქია ნიდერლანდების ტერიტორიაზეც გავრცელდა, სადაც ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევს. ძლიერი ქარის შედეგად ზელანდის პროვინციაში ხის წაქცევის გამო მისულმა პოლიციამ  მიმდებარე ტერიტორიაზე კოკაინის ლაბორატორია აღმოაჩინა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები