წყნარ ოკეანეში აშშ-სა და რუსეთის ხომალდები ერთმანეთს 50 მეტრზე მიუახლოვდნენ (ვიდეო)

წყნარ ოკეანეში, კერძოდ კი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამხედრო ხომალდები ერთმანეთს 50 მეტრით მიუახლოვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ორივე მხარის მტკიცებით, მათ სახიფათო მანევრის შესრულება ერთმანეთის წინდაუხედაობის გამო მოუწიათ, რათა შეჯახება არ მომხდარიყო.
აშშ-ის მეშვიდე ფლოტის მეთაურის, კლეიტონდოსის განცხადებით, რუსებმა არაპროფესიონალურად იმოქმედეს, რის გამოც  ამერიკულმა ხომალდმა სახიფათო მანევრი შეასრულა.
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტში კი აცხადებენ, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდი  – „ჩანსელორსვილი“  რუსულ გემს, „ადმირალ ვინოგრადოვს“ სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა, რის გამოც რუსულ გემს სახიფათო მანევრის შესრულება მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები