ვლადიმერ ზელენსკი დონბასის დაბომბვაზე: შეიარაღებული ძალები მკაცრ პასუხს გასცემენ მოწინააღმდეგეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ დონბასში მოწინააღმდეგის მიერ უკრაინული მხარის დაბომბვის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის სამძიმრის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მკაცრად და ვითარების შესაბამისად იმოქმედებენ.
“უკრაინელი სამხედროების დაბომბვა აშკარა მცდელობაა, ჩაიშალოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები”, – განაცხადა ზელენსკიმ
მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ არტილერიის გამოყენება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.
ცნობისთვის, 5 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთი დონბასში ვითარების გამწვავებაში დაადანაშაულა. 7 ივნისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტებმა უკრაინული სამხედროების ბაზა დაბომბეს, რის შედეგადაც უშიშროების 2 თანამშრომელი დაიღუპა, 8 კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები