შვედეთის პოლიციის ვარაუდით, კორპუსში მომხდარი აფეთქების მიზეზი არა ბუნებრივი აირი, არამედ ბომბია

“აფეთქების მიზეზი, შესაძლოა, არა ბუნებრივი აირი, არამედ ბომბი იყოს”, – ამის შესახებ შვედეთის პოლიციის წარმომადგენელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება, ის, სავარაუდოდ, კორპუსის მცხოვრებლებს შორის ე.წ. კრიმინალური გარჩევის შედეგია.
თავდაპირველი ინფორმაციით, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, შესაძლოა, ბუნებრივ აირს გამოეწვია, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ბუნებრივი აირის მილები კორპუსამდე მიყვანილი არ იყო.
შეგახსენებთ, შვედეთის ქალაქ ლინჩეპინგში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, გაცილებით მეტი კი სახლის გარეშე დარჩა.
აფეთქების შედეგად, საცხოვრებელ კორპუსსა და მის მიმდებარე შენობაში ფანჯრების მინებია ჩამსხვრეული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 20 სასწრაფო დახმარებისა და 14 საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები