ტრაგედია პესტრეცში – ავტოავარიის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა (ვიდეო)

თათრეთის რესპუბლიკის სოფელ პესტრეცში ავტოავარიის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა. სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
სკოლის მოსწავლეები ველოსიპედით გზაჯვარედინზე გადადიოდნენ, რა დროსაც “სედანის” ტიპის სწრაფად მიმავალი თეთრი ავტომობილი ერთ-ერთ მათგანს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გადაისროლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე შემთხვევიდან 5 წუთში მივიდა, მათ დაზარალებული არასრულწლოვანის საავადმყოფოში გადაყვანა მოასწრეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ცნობილია, მოზარდი რუსეთის ქალაქ კაზანიდან სოფელ პესტრეცში ბებიასთან საზაფხულო არდადაგების გასატარებლად იყო ჩასული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები