ფარვიზ იურჩიკი: სასიხარულოა, რომ „მარიოტის“ საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაში, „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის საუკეთესოდ დასახელდა

„სასიხარულოა, რომ მარიოტის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაში სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის საუკეთესოდ დასახელდა“, – განაცხადა სასტუმრო „პარაგრაფის“ გენერალურმა მენეჯერმა ფარვიზ იურჩიკმა.
მისი თქმით, სასტუმრო „პარაგრაფი“გასული წლის აპრილში გაიხსნა და ეს დიდი მიღწევაა სასტუმროს გუნდისთვის.
„ეს დიდი მიღწევაა ჩვენი სასტუმროს გუნდისთვის, რომელიც ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ჩვენი სტუმრების მოლოდინებს გადააჭარბოს. ეს არის უნიკალური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ზღვის სანაპიროზე და სტუმარს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ – მთელი წლის განმავლობაში. ეს არის სასტუმრო საქმიანი ადამიანებისა და დამსვენებლებისთვის“, – განაცხადა ფარვიზ იურჩიკმა.
მისი თქმით, სასტუმროში დასაქმებულთა 95% ადგილობრივი მკვიდრია.
„აღსანიშნავია, რომ სასტუმროში, ამჟამად, 450 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 95% ადგილობრივია. Marriott International-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თანამშრომლებს სისტემატურად უტარდებათ პროფესიული გადამზადების მასტერკლასები, რაც მათ საშუალებას აძლევს, კვალიფიკაცია აიმაღლონ და დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიონ“, – აცხადებს ფარვიზ იურჩიკი.
შეგახსენებთ, რომ Marriott International-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ სამეულში წარადგინა. უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს  ლონდონში გაიმართება.
გახსნის დღიდან რეკორდულ პერიოდში – დაახლოებით, ერთ წელიწადში, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ Marriott International-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, Autograph Collection-ის ბრენდის ევროპის სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ მაღალი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს ლონდონში, მილანში, ბარსელონაში, რომსა  და სხვა ევროპულ ქალაქებში მოქმედ სასტუმროებს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები