ცესკო 9 ივნისის არჩევნებისთვის ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია 9 ივნისის არჩევნებისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.
ცესკო, ამომრჩევლებისა და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 9 ივნისს, დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე, ონლაინჩატი, დილის 07:00 საათიდან იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 08:30 საათი; 12:30 საათი; 17:30 საათი და 20:30 საათი“, – აცხადებენ ცესკო-ში.
მათივე ცნობით, განრიგი, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, შეიცვალოს.