ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცმა სცადა, მატარებლისთვის გადაესწრო, რა დროსაც მას შეუვარდა

ჩაქვში-ციხისძირის მონაკვეთზე 35 წლამდე ასაკის მამაკაცს თბილისი-ბათუმის მატარებელი დაეჯახა. როგორც ცნობილია, მამაკაცმა მატარებლისთვის ახლო მანძილიდან გადასწრება სცადა.
შედეგად, მამაკაცმა თავის ტრავმა მიიღო, თუმცა  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები