კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი” (CSM) საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის” შეთანხმების თანახმად, კომპანია საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს.
„პირველ ეტაპზე, იგეგმება 18-დან 40 წლამდე 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანისა და „ჰაუს-ქიპერის“ პოზიციებზე, მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს. ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს შერჩეული 20 გოგონასთვის გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაზისო წვრთნისა და პერსონალის მომზადების უფასო კურსებს. დასაქმებისთვის ძირითადი მოთხოვნაა საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე პირებს. შერჩეული კანდიდატები, მეორე ეტაპზე, „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
„ქოლუმბია შიფმენეჯმენტი” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელსაც, დღეის მდგომარეობით, მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუინგო კომპანია აქვს, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა – დასაქმებული ჰყავს 15000 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები