საქართველოს მწერალთა სახლი მაქს ფრიშის „მონტოკს“ უმასპინძლებს

11 ივნისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლი, შვეიცარიელი კლასიკოსის ნაწარმოებს – „მონტოკს” უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  წიგნი, რომელიც ფრიშის ყველაზე გაბედული და ინტიმური ნაწარმოებია, 1975 წელს გამოიცა, ხოლო ქართულად პირველად წელს ითარგმნა.
წიგნს წარადგენს მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე.
ფრიშის ამ ნაწარმოებით შთაგონებულ ფილმზე, ფოლკერ შლენდროფის „დაბრუნება მონტოკში”, ისაუბრებს კრიტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია.
საღამოს, ასევე, შესაძლებელი იქნება ადგილზე შეიძინოთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული მაქს ფრიშის “მონტოკი”.
საღამო გაიმართება  შვეცარიის საელჩოს მიერ გერმანული ენის თვის ფარგლებში.
დასწრება თავისუფალია. საუბრები წარიმართება ქართულ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები