“დალია გრიბაუსკაიტეს კანდიდატურა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება”

ლიეტუვის ექსპრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს კანდიდატურა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება. ამის შესახებ ევროპარლამენტში არჩეულმა ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ანდრიუს კუბილიუსმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
“ვფიქრობ, ამ ეტაპზე  კონკრეტულად რაიმეს თქმა  ჯერ ადრეა. პირველ დღეებში ევროპარლამენტში გვესმის, რომ ძირითად პარტიებს შორის ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს”, – ამბობს კუბილიუსი ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ამ დროისთვის, დისკუსია ევროკომისიის თავმჯდომარის თაობაზე მიმდინარეობს. ევროპის სახალხო პარტია საკუთარ კანდიდატად მანფრედ ვებერს ასახელებს.
კუბილიუსის ინფორმაციით, ეს საკითხი ივლისის შუა როცხვებისთვის უნდა გადაწყდეს.
ერთ-ერთი ლიეტუვური გამოცემა კი წერს, რომ პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი დალია გრიბაუსკაიტეს კანდიდატურას მხარს არ უჭერენ. კუბილიუსი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ფაქტი ადასტურებს, რამდენად სერიოზულად მიმდინარეობს ექსპრეზიდენტ გრიბაუსკაიტეს კანდიდატურის განხილვა ევროპული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები