თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, მიქელაძის, სიხარულის, ყურაშვილის, ეგრისის, სარიშვილის, გოდერძი ჩოხელის, აკაკი ბაქრაძის, გურამ ნიჟარაძის, ჩაჩავას, ხახულის, გრიგოლ ფერაძისა და გვიმრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის III მიკრორაიონის, უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, მარუშიძის, ლვოვის, მამია ალასანიას, ექვთიმე მთაწმინდელის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ფერცულიანის, შალვა ნუცუბიძის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის, კანდელაკის, გამყრელიძის, ნოშრევან ჯიშკარიანის, ლევანდოვსკის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიასა და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ზალდასტანიშვილის, ვეძინის, 8 მარტის, ბარნოვის, ბოცვაძის, მთაწმინდის, სულიკო ჟღენტის, თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რიწის, ეკატერინე გაბაშვილის, მაყაშვილის, გურიის, ლიხის, ცხემის, ყიფიანის, მესხის, ბოცვაძის, კაკაბაძეების. ლაღიძის, ძმები ზუბალაშვილების, ზანდუკელის, ჩაბალის, ქიქოძის, არსენასა და გიგაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის, გოგი დოლიძისა და ორჯონიკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოტეტიშვილის, ბესიკის, ჟორდანიას, გრიბოედოვის, შევჩენკოსა და აბაკელიას ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI მიკრორაიონების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ახმეტელის, მარატ ნოზაძის, ალეკო გობრონიძის, შეშელიძის, კონსტანტინე ლესელიძის, ომარ ხიზანიშვილისა და ლეო კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, ბოცვაძის, ბოჭორმის, მთავარანგელოზის, მახათასა და დმანისის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ენუქიძის, ქიზიყისა და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.