ლილოში ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოში მდებარე ე.წ. “ჩინური ქალაქის” ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გაჩენილი ხანძრის შესახებ 112-ში შეტყობინება საღამოს ​22:35 საათზე შევიდა. ადგილზე დაუყოვნებლივ 70-მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი გავიდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვადასხვა ტიპის სარეალიზაციო პროდუქციას გაუჩნდა,

ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები