ბრიტანეთის ელჩმა დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები გაიხსენა (ვიდეო)
მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი, – საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები გაიხსენა.
ჯასტინ მაკენზის გამოსვლას სტუმრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ბრიტანეთის საელჩოში მიმდინარე წვეულებას ესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები.