ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებენ – “მიტოვებულ შენობაში მათი მობილურები და მაისური იპოვეს”
ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებენ. მოსწავლეები დილით სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში მათი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.