ამბროლაურის აეროპორტში მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი გაიმართება

7 ივნისს  ამბროლაურში  მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი – „მდგრადი განვითარება ყველასთვის“ იმართება. ფესტივალის პირველ ღონისძიებას – „მომავლის პორტალი“ ამბროლაურის აეროპორტი უმასპინძლებს.
ღონისძიებასთან დაკავშირებით, ნატახტარი – ამბროლაურის მიმართულებით, 7 ივნისს დამატებით ავიარეისი შესრულდება. რეისები შემდეგი განრიგით განხორციელდება:
ნატახტარი – ამბროლაური: 08:00;
ამბროლაური – ნატახტარი: 09:15;
ნატახტარი – ამბროლაური: 18:30;
ამბროლაური – ნატახტარი: 19:45.
ღონისძიების ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია პარტნიორებსა და მხარდამჭერებთან თანამშრომლობით.
აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.
ამბროლაურის აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს წარჩინებული პარაოლიმპიელი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში და საქართველოს კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების საკითხებში, ირმა ხეცურიანი.
აეროპორტის შემდეგ ფესტივალი ამბროლაურის ცენტრში გადაინაცვლებს, სადაც მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები