ბაირახტარი „ოქროს სიის“ გაუქმებაზე: უმჯობესი იქნებოდა, პირიქით მომხდარიყო და განბაჟებისათვის დრო ყველასთვის გაზრდილიყო

ეკონომისტი, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტი – პაატა ბაირახტარი „ოქროს სიის“ გაუქმებას დადებითად აფასებს, რადგან, მისი თქმით, სია ცალკეული ბიზნესების პრივილეგირებულ მდგომარეობას განსაზღვრავდა. ამასთან, ექსპერტი დასძენს, რომ უმჯობესი იქნებოდა, განბაჟებისთვის დრო ყველასთვის გაზრდილიყო.
„ერთგვარად პრივილეგირებული ჩარჩოდან მოხსნა და ბიზნესის გარკვეული ნაწილის ერთ ჩარჩოში მოქცევა ცუდი ნამდვილად არ არის.
თუმცა, ვისურვებდი და, ჩემი აზრით, უფრო პრობიზნესური იქნებოდა, თუ მდგომარეობის გათანაბრება მოხდებოდა პირიქით – ანუ დროის შემცირების ხარჯზე კი არ მოვაქცევდით ყველას ერთ ჩარჩოში, არამედ ყველას გავუზრდიდით დროს და განბაჟებისათვის ექნებოდათ ის დრო, რომელიც ჰქონდათ “ოქროს სიაში” მყოფ ადამიანებს . რეალურად, აქედან სახელმწიფო არაფერს დაკარგავდა. ბიზნესს მეტი ლავირების საშუალება მიეცემოდა. ერთი მიმართულებით შეიძლება, დადებითად შეფასდეს ეს, მაგრამ ამის უფრო ნაყოფიერად გამოყენება იყო შესაძლებელი”, – განაცხადა ბაირახტარმა.
შეგახსენებთ, რომ, ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, კომპანიების ე.წ.ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები