ბორის კაკუბავა: კალანდიას დაჭერა ხელისუფლებასაც აწყობს და ოპოზიციასაც
დავით სარალიძის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესს მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
სასამართლოს შენობაში იმყოფება მიხეილ კალანდიას ბაბუა, ბორის კაკუბავაც.
კაკუბავას მოკლული მოზარდის ოჯახის წევრები მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. ყოფილმა პარლამენტარმა, ბორის კაკუბავამ საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავა.
„არავითარი ბრალდება არსებობს. მოწმეებზე ზეწოლა ტყუილი აღმოჩნდა, ხომ ხედავთ? არავითარი ფაქტი არსებობს. არ ვიცი, რატომ დააკავეს. გაირკვევა. ალბათ, ხელისუფლებამ იცის, მე რა ვიცი, ყველას ინტერესშია, ალბათ, ხელისუფლების, ოპოზიციის. მიზანი არის ამ ქვეყნის დამხობა თავქვე, გადმოტრიალება, ესაა მიზანი“, – ამბობს კაკუბავა.